saqarTvelos mdinareebi - wablaraswyali
ტერიტორიული ერთეულები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
სათავე | მესხეთის ქედი |
შესართავი | ხანისწყალი |
სიგრძე | 29 კმ |
აუზის ფართობი | 230 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 6.16 მ³/წმ |
მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მწვერვალ მეფისწყაროს მახლობლად 2475 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ერთვის ხანისწყალს. სიგრძე 29 კილომეტრი, აუზის ფართობი 230 კმ2. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6,16 მ3/წმ.
მდინარე იკვებება თოვლისა და წვიმის წყლებით, აგრეთვე მიწისქვეშა წყლებით. დინება მერიდიანულია, მდინარეს ერთვის საკალმახეს წყალი, საკონდახი, ბოსტანია, საირმის ღელე და სხვა. ეს შენაკადები გამოედინებიან ლაბოროტის ქედიდან და მოედინებიან აღმოსავლეთისაკენ.